ახალი ამბები
ხაშურში სტალინის ბიუსტს კვარცხლბეკი აუშენეს
ხაშურის შესასვლელთან, ყოფილი "ატეკის" ტერიტორიაზე სტალინის ბიუსტი კვარცხლბეკზე დადგეს.

ამის ამსახველ ფოტოს ირაკლი ლიჩელი ავრცელებს. ფოტოს მიხედვით, ბიუსტი, ჟანგისგან დასაცავად, შეღებილია.

ხაშურის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ტერიტორია, ამჟამად, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და იქ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შესვლის უფლება არა აქვთ.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ,,თავისუფლების ქარტიის" მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკების განთავსება დაუშვებელია. ზედამხედველობას ამ საკითხებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები