ახალი ამბები
ამოყირავებული მანქანები შიდა ქართლშიც გამოჩნდა
დედაქალაქის შემდეგ ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანები ხაშურის მუნიციპალიტეტშიც გამოჩნდა.

ქალაქის შესასვლელთან და სოფელ გომში მანქანები გუშინ დამონტაჟდა. ხაშურის მერიაში Qartli.ge-ს უთხრეს რომ ტერიტორია, სადაც ავტომობილებია განთავსებული საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც დაუკავშირდა, როგორც პრეს-სამსახურში განგვიცხადეს აქტივობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად არ იციან თუ ვინ განათავსა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ბოძებზე ამოყირავებული ავტომობილები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები