ახალი ამბები
მტკვარწყალმშენის დასახლებაში უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის სახელი მიანიჭეს
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან ზერეკიძის სახელი მიანიჭეს უსახელო ქუჩას, რომელიც გორის გარეუბანში, მტკვარწყალმშენის დასახლებაში მდებარეობს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განმარტებით, საკრებულოს წევრებმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები