ახალი ამბები
ლექცია გუბერნატორისთვის - დედაენის დღე ვარიანში (Video)
14 აპრილს დედაენის დღე ტრადიციულად სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღინიშნა. შიდა ქართლის გუბერნატორმა მუზეუმში ეთნიკური აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა და გოგებაშვილის ნივთებიც დაათვალიერებინა.

მუზეუმის დირექტორმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც გუბერნატორის აზრით, საბავშვო ისტორიები არ იყო: ,,უმჯობესია, ბავშვებისთვის საინტერესო თემებზე ვისაუბროთ" - უთხრა გუბერნატორმა დირექტორს ხუმრობით. მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა ეს ფრაზა მაშინ დაიმსახურა, როდესაც გოგებაშვილის გარდაცვალების დეტალებს შეეხო:

,,ის მუდმივად ავადმყოფობდა და საკუთარ თავს მკაცრი დიეტა დაუნიშნა. ამის წყალობით მან 72 წელი იცოცხლა. როდესაც გარდაცვლილი ნახეს, აღმოჩნდა, რომ არა თუ ტუბერკულიოზით, არამედ ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა" - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა.

დედაენის დღის აღნიშვნა 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენებს უკავშირდება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები მოეწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. საზოგადოების მტკიცე მოთხოვნისა და პროტრსტის შედეგად კი ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.


ამავე თემაზე:

გოგებაშვილები ვარიანში ამჟამად

იაკობ გოგებაშვილი და ვარიანის სკოლა - ისტორიული ცნობები



Print

სტატიის გამოყენების პირობები