ახალი ამბები
საჯარო მოხელე, რომლის დაწინაურების გამოც გორში ოპოზიციამ ხმაური ატეხა, სოციალური მაცივრის ავტორია
სოციალური მაცივარის იდეის ავტორი მაია გოგიძე გორის მერიაში მეოთხე რანგის სპეციალისტის პოსტიდან მესამე რანგის სპეციალისტის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ თანხმობა საკრებულომ გასცა.

საკრებულოს წევრებმა საშტატო ნუსხაში ცვლილებები შეიტანეს. კერძოდ, მესამე რანგის სპეციალისტების ნუსხას ერთი შტატი დაამატეს.

შტატის დამატება საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. გორის მერიამ სახელფასო ფონდიდან დამატებით 250 ლარის გამოყო, რადგან სხვაობა მეოთე და მესამე რანგის სპეციალისტების ანაზღაურებას შორის, 250 ლარია.

"ძალიან კარგად მუშაობს ეს გოგო, კარგად დავახასიათე. სოციალურ სამსახურში ბევრს მუშაობდა. ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა, მთლიანად აღწერა, შეისწავლა მოსახლეობა და ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ " - ამბობს გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი.

მაია გოგიძე, ასევე, ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას" ერთ-ერთი წევრია. 2015 წელს ამ ორგანიზაციამ ქალაქში სოციალური მაცივარი დადგა.


იხ. ამავე თემაზე:

,სოციალური მაცივარი’’ გორში


Print

სტატიის გამოყენების პირობები