ახალი ამბები
გორის ქუჩებში ასფალტის სარეცხი მანქანები გამოჩნდება
გორის მერია სარწყავი სისტემით აღჭურვილ ორ მანქანას შეიძენს. ამისათვის ბიუჯეტიდან 280 000 ლარი გამოიყო.

მერიის შესყიდვების სამსახურის ადმინისტრაციის ცნობით, მანქანა კომბინრირებული საწმენდ საშუალებას წარმოადგენს:

,,შევიძენთ კომბინირებული საწმენდ მანქანა, რომელიც აღჭურვილი იქნება სარწყავი აღჭურვილობით, ქვიშის საყრელით, სახვეტი დანით და საწმენდი ფუნჯით"- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მერია ითხოვს, რომ მანქანა 2019 წლის გამოშვების უნდა იყოს, არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული, თუმცა, დატესტილ მდგომარეობაში.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები