ახალი ამბები
ხაშურში 31 მარტის სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას განცხადებით მიმართვა 20 აპრილამდე შეუძლია
ხაშურის მუნიციპალიტეტში 31 მარტს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა, დაზარალებულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის განცხადებით მიმართვა 19 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

31 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე შენობას სახურავი გადახადა, მათ შორის, ოსიაურის საბავშვო ბაღსა და ცხრამუხის ადმინიტრაციულ შენობას, გარდა ამისა სახურავები გადახადა რამდენიმე კერძო სახლს სურამსა და სოფელ ბეკამში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხდომა 12 აპრილს ჩატარდა, რომელზეც საკითხი დაამტკიცეს.

ქარტლი.გე-ს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რომ "შეექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას. დაზიანებულია ძირითადად ხაშურის, სურამის და გომის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების სახურავები. რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისია მუშაობას დაასრულებს." – განაცხადა მერიის პრეს-სამსახურის უფროსმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები