ახალი ამბები
,,ცხოვრება აღმოსავლეთ გერმანიაში და საბჭოთა საქართველოში" - სტალინის მუზეუმში გამოფენა/დისკუსია გაიმართება
19 აპრილს, ქალაქ გორში, ი. სტალინის სახელმწიფო მუზეუმში იმართება გამოფენა/დისკუსია: ნაღდი აღმოსავლეთი - ცხოვრება აღმოსავლეთ გერმანიაში და საბჭოთა საქართველოში.

ამის შესახებ ქარტლი.გე-ს შეხვედრის ორგანიზატორებმა აცნობეს. შეხვედრა "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი"-ს და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის წარმომადგენლობა საქრთველოს ერთობლივი პროექტის "“Journalist's Breakfast at Freedom Office (FNF office)“ ფარგლებში იმართება.

ნაჩვენები იქნება ფილმი: ,,დამოუკიდებლობის 100 წელი - თავისუფლების ფასი"

თემაზე ,,ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა. საქართველო გაურკვევლობაში" - ისაუბრებს საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი დავით ჯიშკარიანი.

ხოლო საბჭოთა პერიოდის საქართველოსა და სტალინის მმართველობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არინა თავაქარაშვილი ისაუბრებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები