ახალი ამბები
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილთა ოჯახებისთვის 10-10 ლიტრი ზეთი ნაწილდება
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილებისთვის 10-10 ლიტრი ზეთი ნაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ადმინისტრაციის ცნობით, სააღდგომოდ გაცემული საჩუქარი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

,,ქურთის მუნიციპალიტეტი აგრძელებს 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოჯახებზე დახმარების გაცემას. ამ ეტაპზე გაიცემა მცენარეული ზეთი, თითოეულ ოჯახზე – 10 ლიტრი. დახმარების გაცემა მიმდინარეობს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში" - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები