ახალი ამბები
გორის რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს დაკავებული მამაკაცი სახლში აღმოჩნდა
გორში, წუხელ, ახალგაზრდებს შორის, ჩხუბი მოხდა. რესტორანში სიყვარულის დღეს აღნიშნავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ერთ-ერთი მოქალაქე წერდა, რომ სამართალდამცველებმა მამაკაცის მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოიყენეს. კერძოდ, იმისთვის, რომ იგი დაეკავებინათ, ხელით და ფეხით ურტყამდნენ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ რესტორნის გარეთ მომხდარ ჩხუბის დროს პოლიციელებმა პრევენციული ღონისძიებები გამოიყენეს, ხოლო პრეს-სამსახურის ცნობითვე, დაკავებული არავინაა.

მამაკაცი კი, რომელსაც პოლიცია ვერ აწყნარებდა, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. იგი ბსაბოლოოდ სახლში აღმოჩნდა. გორის შს სამმართველოში გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ დაწყებულა. თვითმხილველები წერენ, რომ რესტორანთან ჩხუბი ორჯერ განახლდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები