ახალი ამბები
მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტი გორში განიხილეს
15 აპრილს გორში ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ იმ კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხს ეხება.

,,ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა. ამ პატარა ფორმატის შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს. პოლიტიკურ სპექტრს უნდა გასცდეს სასამართლოსთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მეტი ადამიანი ჩავრთოთ, როგორც თანამონაწილე ამ პროცესის." - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძის შეფასებით კი ქართული მართლმსაჯულება ძალიან დიდი გამოცდის წინაშეა.

,, ექნება თუ არა ჩვენი ქვეყნის მომავალს სიმართლის მოპოვების შანსი, ეს ეხლა წყდება ამ პროცესების ფონზე. დღეს პრინციპული გადაწყვეტილებაა მისაღები - მართლმსაჯულება ხალხის იქნება თუ პოლიტიკური ელიტებისა"" - ამბობს გედევან ფოფხაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები