ახალი ამბები
პატრულის რიგებს 240 თანამშრომელი დაემატება
საქართველოში დამატებით 240 პატრულ-ინსპექტორი იმუშავებს. ამის შესახებ შს მინისტრის პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აცნობა.

წერილის მიხედვით,  პატრულის რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის, სატრანსპორტო ნაკადების მართვის ეფექტურობის გასაუმჯობესესებლად.

,,საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სამართალდარღვევათა გამოვლენისა და დროულად აღკვეთის, დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, დამნაშავე პირების დროული დადგენა-დაკავების, ასევე სატრანსპორტო ნაკადების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის 240 ინსპექტორით გაზრდის შესახებ." - სწერს კახა საბანაძეს დეპარტამენტის უფროსი. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები