ახალი ამბები
ხაშურში სამი რეგიონის დამაკავშირებელ ქუჩაზე ღობეებს ანანურის ქვით შეამკობენ (PHOTO)
ხაშურის შესასვლელში ბორჯომის ქუჩაზე დაზიანებული ღობეების დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად ახალი ღობეები მოეწყობა.

საპროექტო ქუჩა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშურის მონაკვეთის ორივე მხარეს მდებარეობს და შეადგენს დაახლოებით 1600 მეტრს.

სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბორჯომის ქუჩაზე არსებულ კორპუსებთან დეკორაციული კედლები მოეწყობა, სადაც ინტეგრირებულია დასაჯდომები. ხდება ტოტუარზე არსებული ამორტიზებული დამცავი მოაჯირის შეცვლა ახლით. რეაბილიტაცია უკეთდება საპროექტო ტერიტორიის შუა ნაწილში არსებულ სარეკრეაციო სივრცეს.

,,ღობე ჩამოყალიბდება ორი ვარიანტად, პირველი წარმოადგენს საფასადე ბლოკის კონსტრუქცია, ხოლო მეორე რკინა ბეტონისა და ანანურის ქვის კონსტრუქციას." - აღნიშნავს პროექტის ავტორი. - ,,ღობეში არსებული ჩანართები და ჭიშკრები დაპროექტებულია მეტალისა და ლარიქსის ჯიშის ხის მასალის კონსტრუქციისაგან."

ღობის სიმაღლე ქუჩის მხრიდან უცვლელი იქნება და შეადგენს 180 სმ, ხოლო კერძო მიწის ნაკვეთების მხრიდან ტოპოგეგმის მიხედვით ცვალებადია.









Print

სტატიის გამოყენების პირობები