ახალი ამბები
მიუსაფარი ძაღლი ინგლისური ენის სკოლის ფანჯარაზე მოსწავლეს ელოდება (PHOTO)
ფოტო გორში, წერეთლის ქუჩაზეა გადაღებული. წვიმიან ამინდში მან მშრალი ადგილი იპოვა და ფანჯარაზე ავიდა.

ფანაჯარა კი, ინგლისური ენის სკოლას ეკუთვნის.

როგორც გაირკვა, მიუსაფარი ძაღლი მიმკედლებელს, მარის ელოდება. მარი ამ დროს ინგლისური ენის გაკვეთილზე იმყოფებოდა.

,,სულ ჩვენ სახლის კარზეა, სულ ასე დასდევს მარის; სადაც მიდის, სულ ელოდება მარის" - გვითხრა მარის დედამ, მაშინ როდესაც ფოტოები ფეისბუქზე გავავრცელეთ.

ძაღლი ბევრმა ადამიანმა იცნო და მას სხვადასხვა სახელით იცნობენ. სოციალურ ქსელში კი, ,,ჭკვიანი გორელი" უწოდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები