ახალი ამბები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გორში, რომლებიც მოვალეებს საჯაროდ ეძებენ
გორში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკუთარ მოვალეებს ,,საჯარო შეტყობინების" მეშვეობით ეძებენ. ამის თაობაზე ათეულობით განცხადება გორის სასამართლოს კედლებზე კვლავ გამოაკრეს.

საჯარო შეტყობინების მიხედვით, კერძო პირებს ვალის გადახდისკენ მოუწოდებენ.

საჯარო შეტყობინების შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია თანხა სასამართლოს გზით (ფულადი შემოსავლების დაყადაღების ან სხვა მეთოდით) ამოიღოს.

,,დაზარალებულად" ცნობილია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციები: ,,ემას კრედიტი", ,,ონლაინ ფაინენსი"; ,,კრედიტ ექსპორტ ჯორჯია", ,,სოლვა" და ა.შ. ასევე, მსხვილი საბანკო ორგანიზაციებიდან - ,,ლიბერთი ბანკი" და ,,საქართველოს ბანკი".
Print

სტატიის გამოყენების პირობები