ახალი ამბები
ჩანთები წარწერით - ,,Russia Occupant"
35 წლის დიზაინერმა დიანა გეგენავამ საქართველოს რუკის გამოსახულებით და წარწერით - ,,Russia Occupant" ჩანთები შექმნა.

იდეა ორი კვირის წინ გაუჩნდა და ამ ჩანთების პრეზენტაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გეგმავს. ელისოს სურს, რომ ჩანთები მავთულხლართებთან ახლოს გამოფინოს, იმედი აქვს, რომ გამოფენის ორგანიზებაში გორიდან ვინმე დაეხმარება.

ელისო გეგენავა ქუთაისში ცხოვრობს. ის მარტოხელა დედაა. თორმეტი წლიდან ქსოვს ტანსაცმელს და ქმნის აქსესუარებს, რამოდენიმე წელია რაც ჩანთების კეთებაც დაიწყო.

,,26 მაისი მოდის და ბოლო წლებია ეს დღე ძალიან უბრალოდ აღინიშნება. ძალიან მტკივა ჩვენი ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა და ოკუპირებული ტერიტორიები. ორი კვირაა რაც ასეთი ჩანთების კეთება დავიწყე. პირველი ჩანთა ჩემთვის შევქმენი და ქუჩაშიც ამ ჩანთით დავდივარ. მოგეხსენებათ ქუთაისში ბევრი რუსი ტურისტი დადის და მინდა მათ დაინახონ საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებს მიმართ. 26 მაისისთვის უფრო მრავალფეროვანი კოლექცია მექნება მსგავსი მესიჯებით და უფრო პრეზენტაბელური ვიდრე ახლა არის. ვაპირებ ეს ჩანთები გავყიდო ყველგან, სადაც რუსი ტურისტები დადიან. მათ შორის, გორში. "- განაცხადა ქართლი.გესთან საუბრისას დიზაინერმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები