ახალი ამბები
გორის სასპორტო სკოლაში დაფინანსების 62% უშტატო თანამშრომლებზე იხარჯება
,,გაზრდილია უშტატო თანამშრომლების რიცხვი, რომელზეც კოლოსალური თანხა იხარჯება" - ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა სასპორტო სკოლის შესახებ წარდგენილი ანგარიშის მოსმენის დროს განაცხადეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში 300-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, სააგენტოს ბიუჯეტი 1 მლნ 752 ათას ლარს შეადგენდა. აქედან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 1 მლნ 118 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც ძირითადი თანხის 60%-ზე მეტია.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ძირითად შტატში დასაქმებული პირებისთვის მხოლოდ 238 000 ლარია დახარჯული.

ღონისძიებებზე გამგზავრებული სპორტსმენებისთვის, კვებისთვის, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 5 756 ლარით დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები