ახალი ამბები
კაცს, რომელსაც ქვემო ხვედურეთთან მატარებელი დაეჯახა, დაქირავებული მწყემსი იყო
40-წლის მამაკაცს ქარელი-გორის სარკინიგზო მონაკვეთზე, სოფელ ქვემო ხვედურეთთან მატარებელი დაეჯახა. გარდაცვლილი მამაკაცი საქონელს მწყემსავდა.

სოფლის წარმომადგენლის, გიორგი თურმანიშვილის თქმით, მწყემსი კერძო ფერმაში ჰყავდათ დაქირავებული.

,,ეს კაცი ჩვენს სოფელში დიდი ხანია მუშაობდა მწყემსად. დაქირავებული ჰყავდათ ერთ-ერთ ფერმაში. არც კი ვიცით, სადაურია. როგორც გაირკვა, რკინიგზასთან ახლოს ძროხებს აბალახებდა" - აცხადებს გიორგი თურმანიშვილი.

შემთხვევა დღეს მოხდა. მამაკაცს ბათუმი-თბილისის მატარებელი დაეჯახა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები