ახალი ამბები
შინდისის სკოლის მოსწავლის მიერ ილუსტრირებული ვეფხისტყაოსანი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მოსწავლეებმა კონკურსში ,,ხელნაწერი წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ბროშურის" მიიღეს მონაწილეობა.

საკონკურსოდ, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის ეკა ხარებაშვილის დახმარებით ხელნაწერი წიგნი ,,აფორიზმები ვეფხისტყაოსანში" წარადგინეს.

წიგნი ილუსტრაციებით გააფორმა ზურა ქარელიშვილმა. აღნიშნულ კონკურსში საბაზო საფეხურზე მონაწილეთა შორის მეორე ადგილზე გავიდა შინდისის საჯარო სკოლა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის სიგელით დააჯილდოვა სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო გარსევანიშვილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები