ახალი ამბები
გორის რაიონში მამის ცემისა და მუქარის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
34-წლის მამაკაცს 1000-ლარიანი გირაო მამის ცემისა და მუქარის ფაქტზე შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ დღეს საღამოს მიიღო.

ბრალდების მიხედვით, 1985 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 61-წლის მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და მე-11 პრიმა 151 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები