ახალი ამბები
გიტარისტ ტონი მემელის შთამბეჭდავი კონცერტი გორში შშმ პირებთან
ამერიკელმა ტონი მემელმა, რომელიც ცალი ხელით უკრავს, გორში შშმ პირებისთვის კონცერტი გამართა.

ის გორში 17 აპრილს საკუთარ ბენდთან ერთად ჩავიდა და შშმ პირებისთვის და ახალგაზრდებისთვის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში" დაუკრა.

ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი. მას აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით. ტონის დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ დიდი ძალისხმევით და მონდომებით, აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა.

დღეს ტონი სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია. გარდა ამისა, ის არის სპიკერი და მუშაობს სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში, სადაც საკუთარ მაგალითზე ასწავლის აუდიტორიას, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები. ასევე დადის სკოლებში, ატარებს მასტერკლასებსა და საგუნდო სიმღერის თერაპიას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა "ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ"-ის ფარგლებში, მან იმოგზაურა ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, მალაიზიაში, ინდონეზიასა და სინგაპურში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები