ახალი ამბები
ბოლო მონაცემებით გორში ძალადობის მსხვერპლი 36 ქალი და 11 მამაკაცი გახდა
,,ძალადობის რისკის შეფასებისა და საპასუხო ღონისძიების განსაზღვრის დროს, საჭიროა ძალადობის ისტორიის გათვალისწინება" - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნაში წერია, რომელიც ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობას ეხება.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2018 წლიდან, რიგი მექანიზმები დაინერგა - რისკის შეფასება, შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის წესი, სასჯელის გამკაცრება. აუდიტის შეფასებით, ეს ღონისძიებები ხელს უწყობს მსხვერპლის დაცულობის ხარისხის გაზრდას და საპასუხო ზომების განსაზღვრისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.

შიდა ქართლში ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევები კვლავ ხშირია. ბოლო მონაცემებით, გორში, (თებერვალი) ძალადობის მსხვერპლი 36 ქალი და 11 მამაკაცი გახდა.

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, თებერვალში, 50 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

უფრო კონკრეტულად:

თებერვალი - მსხვერპლი მამაკაცები

ძალადობის მსხვერპლი - 11 მამაკაცი

აქედან 16 წლის ქვემოთ - 2

17-დან 24 წლამდე ასაკის - 2 მ.

25-დან 44 წლამდე - 3

45 წლის ზემოთ - 4.

თებერვალი - მსხვერპლი ქალები

ძალადობის მსხვერპლი - 36 ქალი

აქედან 16 წლის ქვემოთ 3;

17-დან 24 წლამდე - 1,

25-დან 44 წლამდე - 20,

45 წლის ზემოთ - 12.

გამოვლენილია ძალადობაში ბრალდებული 40 მამაკაცი,

აქედან 17-დან 24 წლამდე - 3,

25 დან 44 წლამდე - 24

45 წლის ზემოთ - 13.

ძალადობაში ბრალდებულ ქალთა რიცხვი სულ 7-ია.

25 დან 44 წლამდე ასაკის ქალებში, ძალადობის ბრალდებით გამოვლენილია 4, ხოლო 45 წლის ზემოთ - 3 ქალი.

ძალადობის სახეები

2019 წლის თებერვალში სულ გამოვლენილია ფიზიკური ძალადობის - 16, ფსიქოლოგიური - 41 და იძულება - 3.
Print

სტატიის გამოყენების პირობები