ახალი ამბები
,,არ გადააჭარბო 50 კმ/სთ-ს" - ,,ჭკვიანი კამერები" გორში
ქალაქ გორში, მიმდინარე წლის 5 მარტიდან 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური კამერა. სულ გორის მუნიციპალიტეტში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით 24 ე.წ. ჭკვიანი და 43 ზოგადი ხედვის კამერა იყიდეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 125 718 ლარი დაიხარჯა.

ქალაქში ჭკვიანი კამერები შემდეგ მონაკვეთებზეა დამონტაჟებული:

1. ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
3. დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
4. დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

გორის მუნიციპალიტეტმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით 24 ე.წ. ჭკვიანი და 43 ზოგადი ხედვის კამერა იყიდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 125 718 ლარი დაიხარჯა.

კამერები შეიძინა ხაშურის მუნიციპალიტეტმაც ე.წ. "ჭკვიანი კამერების" შესყიდვა განხორციელდა 2017 წელს. მუნიციპალიტეტმა შეიძინა 23 სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერა, რისთვისაც დაიხარჯა 82 685 ლარი.

კამერების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება შსს-ს მიერ. ამ ეტაპისთვის ქალაქ ხაშურში, სხვადასხვა ადგილას განლაგებულია 8 კამერა.

ჭკვიანი კამერები განთავსდება ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებშიც. ქარელში 15, ხოლო კასპში 18 კამერა.

შიდა ქართლში სულ 82 ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა, რისთვისაც ოთხივე მუნიციპალიტეტმა 295 000 ლარი დახარჯეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები