ახალი ამბები
,,ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ვიზალიბერალიზაციას ცუდად იყენებს" - იტალიის ელჩის მოადგილე გორში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

დიპლომატებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, სარგებლობის წესებსა და რეგულაციებზე ისაუბრეს.

,, 2017 წლიდან დღემდე უკვე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით. თუმცა ყველა მოვლენას თავისი გამოწვევა ახლავს. ეს არის თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემა. დაახლოებით 18 000-მდეა მათი რიცხვი, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო.
საინფორმაციო კამპანიის უკვე მესამე ტალღას ვატარებთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია როგორ ვისარგებლოთ უვიზო რეჟიმით და რომ ეს მოკლე ვადიან ვიზიტებს ეხება და არა გრძელვადიან თავშესაფრის მაძიებლობას ან სამუშაოდ დარჩენას"" - განაცხადა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ციხელაშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრას იტალიის ელჩიც ესწრებოდა.

,,2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია აქვს. საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა, რადგან ქართველებმა ბევრი იშრომეთ ვიზალიბერალიზაციისთვის"" - განაცხადა იტალიის ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეშენციმ.

მსგავსი შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში უკვე გაიმართა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები