ახალი ამბები
წინასწარი ინფორმაციით გორში ნარკოტიკების რეალიზაცია ინტერნეტით ხორციელდებოდა
გორში, ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.

პროკურატურის მტკიცებით, 1981 წელს დაკავებული პირი ნარკოტიკების რეალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახდენდა.

სამართალდამცველებმა 2019 წლის 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.

პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები