ახალი ამბები
თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომოდ პროდუქტები დაურიგეს
თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომოდ პროდუქტები დაურიგეს.

ინფორმაცია ქარტლი.გე-ს ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმ,ა გიორგი თოთლაძემ მიაწოდა.

იძულებით გადაადგილებულ ერთ ოჯახზე თიღვის მუნიციპალიტეტმა 5 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და 25 კილო ფქვილი შეიძინა. სულ პროდუქტი 1 310 ოჯახმა მიიღო.

"უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლოებას ყოველ ახალ წელსა და აღდგომის დღესასწაულზე საკვებ პროდუქტებს ვურიგებთ. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოდუქტები საკმაოდ ბევრია და კარგა ხანს ეყოფათ"- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ტოროშელიძე აცხადებს, რომ პროდუქტები სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიძინეს და ეს პროგრამა დიდი ხანია ხორციელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები