ახალი ამბები
,,მწერლები სტუმრად სკოლებში" - ახალი პროექტი გორის სკოლებში
გორის მწერალთა სახლის წევრებმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი პროექტი დაიწყეს. პროექტის ფარგლებში მწერალთა სახლის წევრები მოსავლეებს სხვდებიან.

შეხვედრის დროს სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. კერძოდ, მოსწავლეები ლიტერატურულ პერსონაჟებს აცოცხლებენ, ხოლო ადგილობრივ მწერლებთან ნაწარმოებებს იხილავენ. შემოქმდებითი პროექტის კოორდინატორია მწერალი ვაჟა შაქარაშვილი.

პროექტის სახელწოდებაა -"მწერლები სტუმრად სკოლაში". მისი პრეზენტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში შედგა.

საზღვრისპირა სოფლის სკოლაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი მწერლები, კულტურის მოღვაწეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები