ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი ასპარეზობას 2 თვით გამოეთიშება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის განმარტებით, მსოფლიოს ჩემპოინს ქირურგიული ჩარევა მენისკის გამო დასჭირდა.

,,ოპერაცია გუშინ გაუკეთეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ რეაბილიტაციის კურსი ორი თვე გასტანს" - გვითხრა ნუგზარ სხირელმა.

მწვრთნელი განმარტავს, რომ გენო პეტრიაშვილი უახლოეს პერიოდში გამოეთიშება ევროპულ ტურნირს, სადაც სალიცენზიო რეიტინგების მოსაპოვებლად მოჭიდავეები საასპარეზოდ გადიან:

,,ფეხზე ტრავმა ჯერ კიდევ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატამდე ოთხი დღით ადრე მიიღო. შეჯიბრებაზე მისი მონაცემები უკვე გადაგზავნილი იყო და სხვას ვერ ჩავანაცვლებდით. გამაყუჩებლებს ვუკეთებდით და ისე ასპარეზობდა. მენისკია მთავარი მიზეზი იმის, რომ მან მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ამჟამინდელ თამაშებს, ოპერაცია გუშინ ჩაუტარეს. მას ორთვიანი სარეაბილიტაციო კურსი დაჭირდება, რის გამოც ევროპის თამაშებს გამოეთიშება. " - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონის მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები