ახალი ამბები
მეჯვრისხევთან რუსმა სამხედროებმა მწყემსი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში მწყემსი დააკავეს. ამის შესახებ qartli.ge მეჯვრისხევის თემის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა: ,,როგორც მაცნობეს, დააკავეს რუსმა სამხედროებმა. მწყემსი მინდვრებზე საქონელს აძოვებდა". - განაცხადა მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევის თემში ლექსო ბუჯიაშვილმა.

ბუჯიაშვილის განმარტებით, ტერიტორია, სადაც დაკავება მოხდა, გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს. მწყემსი საქონელს მარტო აძოვებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები