ახალი ამბები
გორის სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ცხინვალის გზატკეცილისთვის გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვს
,,წინადადებით შემოვდივართ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს შესაბამის ქუჩას ან მოედანს" - მიმართავს გორის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მერს და საკრებულოს თავმჯდომარე.

ნუგზარ მაჭავარიანი ასევე შიდა ქართლის თავად-აზნაურთა საპატიო წინამძღოლია.

ნუგზარ მაჭავარიანი ადგილობრივ ხელისუფლებას განსახილველად ორ ვარიანტს სთავაზობს:

,,1. გადაერქვას სახელი ცხინვალის გზატკეცილს და დაერქვას ზვიად გამსახურდიას სახელობის გამზირი; 2. ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს ამჟამად უსახელო მოედანს (ადმინისტრაციული შენობის წინ) რომელსაც კვეთს სტალინის გამზირი. ამ ინიციატივის ფორმალურ საფუძვლიანობას დასაბუთება არ ესაჭიროება." - აღნიშნავს მაჭავარიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები