ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე ქალს პიკაპი დაეჯახა
გორში 50-წლამდე ასაკის ქალბატონს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

თეთრი ფერის პიკაპი პუშკინის ქუჩაზე მოძრაობდა. თვითმხილველებმა კი, პოლიცია გამოიძახეს.

გორის სამედიცინო ცენტრის (გორმედის და ჰოსპიტალის) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაზარალებული ქალბატონის მათთან არ მიუყვანიათ.

თვითმხილველებმა qartli.g-ს განუცხადეს, რომ შეჯახების შემდეგ, ქალბატონი პიკაპის მძღოლმა წაიყვანა. ამ ქალბატონს იცნობენ კიდეც.

ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს კი არავინ დახვდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები