ახალი ამბები
ვლადიმერ ხომერიკი: ,,რუსეთი თუ ოკუპანტია, მაშინ მეც ოკუპანტი ვარ"
რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი გორში შეხვედრას მართავს. შეხვედრა კინოთეატრ ,,გამარჯვებაში" მიმდინარეობს.

ვლადიმერ ხომერიკის თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაელაპარაკოს. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპირებული, ხომერიკმა უპასუხა:

,,თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ მეც ოკუპანტი ვარ. მეც ხომ რუსეთის მოქალაქე ვარ?" - განაცხადა მან. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება პირადად უნდა შეხვედეს პუტინს და იქ უნდა უთხრას, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.

ხომერიკი რუსეთთან ურთიერთობას ითხოვს. შეხვედრამდე, კინოეთეატრის შესასვლელში ,,ენმ"-ს წევრებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი ხომერიკის ვიზტს აპროტესტებდნენ და პუტინის სურათი დაწვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები