ახალი ამბები
მოქალაქე დვანიდან ხომერიკის შეხვედრაზე: ,,დაგვიბარეს, პროექტებზე უნდა გელაპარაკოთო"
მოქალაქეები, რომლებიც დღეს გორში რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პროფესორს შეხვდნენ, აცხადებენ, რომ არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ.

ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს, შეხვედრის დატოვების შემდეგ, განუცხადეს.

მათი თქმით, გარკვეულმა პიროვნებებმა სოფლის მოსახლეობას აუხსნეს, რომ გორში, საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით, იმართებოდა დისკუსია:

,,ჩვენ რაკი კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ, გვითხრეს, რომ აქ რა პროექტებიც განხორციელდება, იმაზე იქნება საუბარიო. დეტალურად, არ ვიცოდით, თუ რა შეხვედრა იმართებოდა." - გვითხრეს მოქალაქეებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები