ახალი ამბები
ამერიკელებთან შესახვედრად დაბარებული მოქალაქეები პრორუსულ შეხვედრაზე აღმოჩნდნენ
გორში, რუსეთის მოქალაქის, ვლადიმერ ხომერიკთან ჩატარებულ შეხვედრაზე ის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ამერიკელებთან შესახვედრად დაიბარეს. ამის შესახებ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებმა ქარტლი.გე-ს განუცხადეს.

სოფელ დვანში მცხოვრები ქალბატონები ამბობდნენ, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა ისინი შეცდომაზე შეიყვანეს:

,,გვითხრეს, რომ გორში შეხვედრა იმართებოდა ამერიკელებთან. იმ ხალხთან, ვისაც ჩვენი პროექტები უნდა დაეფინანსებინა. საუბარია გარკვეული სახის ხელშეწყობაზე. ჩვენც მაგ მიზნით წამოვედით. სულ სხვა შეხვედრაზე აღმოვჩნდით" - გვითხრეს მათ.

შეხვედრა გორში კინოთეატრ ,,გამარჯვებაში" ჩატარდა. ვლადიმერ ხომერიკის თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაელაპარაკოს. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპირებული, ხომერიკმა უპასუხა:

,,თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ მეც ოკუპანტი ვარ. მეც ხომ რუსეთის მოქალაქე ვარ?" - განაცხადა მან. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება პირადად უნდა შეხვედეს პუტინს და იქ უნდა უთხრას, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.

ხომერიკი რუსეთთან ურთიერთობას ითხოვს. შეხვედრამდე, კინოეთეატრის შესასვლელში ,,ენმ"-ს წევრებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი ხომერიკის ვიზტს აპროტესტებდნენ და პუტინის სურათი დაწვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები