ახალი ამბები
,,სოფლის პროდუქტს ვენდობით" - ამოწმებენ თუ არა გორელი მოქალაქეები პროდუქტის ხარისხს
გორის მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ სოფლის პროდუქტების ხარისხი ნდობას იმსახურებს. ამის შესახებ მოქალაქეებმა qartli.ge-სთან საუბრისას განაცხადეს.

მათი თქმით, სოფლიდან ქალაქში ჩამოტანილი პროდუქტი უვნებელი მანამდე, ვიდრე მათი შენახვის პირობები დაცულია: ,,ყოველთვის მირჩევნია სოფლის პროდუქტი, უბრალოდ, გულს მტკენს როდესაც ამ პროდუქტებს ცუდ პირობებში ყიდიან" - აცხადებს რესპონდენტთა ნაწილი.



შიდა ქართლში საზკვების ობიექტებს, რესტორნებს, ასევე, სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებებში არსებულ პროდუქტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის 6-კაციანი შემადგენლობა ამოწმებს.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, ხელშეკრულებას, ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ვალდებულება იკისრა.

რა ხდება ამ კუთხით შიდა ქართლში, ამ თემაზე სასაუბროდ ,,ქართლის სტუდიაში" სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ბესო მარგველაშვილი საუბრობს. ჟურნალისტ გიორგი ახალკაცის გადაცემის მეორე ბლოკში კი, რძის პროდუქტების წარმოებაზე და ის მოსალოდნელი რეგულაციებზე საუბარი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები