ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მეჯვრისხეველი მწყემსი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები მოქალაქე ცხინვალიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ შს სამინისტოდან ჟურნალისტებს აცნობეს.

გათავისუფლებული მწყემსი ერგნეთში ქართულ მხარეს გადასცეს, რომელიც შემდეგ სამხარეო პოლიციაში დაკითხეს.

მეჯვრისხეველი ფიდიური გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალთან ახლოს დააკავეს.

თემის წარმომადგენლის ლექსო ბუჯიაშვილის თქმით, შემთხვევა 20 აპრილს მოხდა: ,,როგორც მაცნობეს, დააკავეს რუსმა სამხედროებმა. მწყემსი მინდვრებზე საქონელს აძოვებდა". - განაცხადა მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევის თემში ლექსო ბუჯიაშვილმა.

ბუჯიაშვილის განმარტებით, ტერიტორია, სადაც დაკავება მოხდა, გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს. მწყემსი საქონელს მარტო აძოვებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები