ახალი ამბები
მიშო მთიულიშვილი - სტუდენტი, რომელიც გორში პრორუსულ საზოგადოებას დაუპირისპირდა
სტუდენტი, რომელიც გორში პრორუსულ ხალხს დაუპირისპირდა,  მიშო (მიხეილ) მთიულიშვილია. მისმა გამოსვლამ სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა.

500-ადგილიან დარბაზში შეკრებილებს აუხსნა, რომ ისინი ემსახურებიან იმ ძალას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუსპო, 2008 წელს დაბომბა, ხოლო, მანამდე ქართული კულტურა გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ 19-წლის ახალგაზრდამ შეურაცხმყოფელი შეძახილები მიიღო და მოითხოვდნენ მის გაჩუმებას, მან მაინც თავისი გამოსვლა  დაასრულა.



მიშო მთიულიშვილმა დაამთავრა გორის N3 საჯარო სკოლა. 2016-2017 წლებში სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო. სკოლის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში.



,,მეგობრებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი 2015-2017 წლებში ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს, რომელთა მიზანიც გორელ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო." - ამბობს მიშო მთიულიშვილი.

2017 წელს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციად - "ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია". არის მისი თანადამფუძნებელი და ამჟამად პრეზიდენტი.

2018 წელს კი ჩაირიცხა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, გერმანიის კონცენტრაციით.



მიშო მთიულიშვილი და ,,ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია"

ამ ორგანიზაციამ გორში აქტიურობა 2017 წლიდან დაიწყო. მათი ინიციატივით გორში კონფერენცია თემაზე ,,კარგი მმართველობა - გორის კონფერენცია 2017" გაიმართა.

შეხვედრას ორგანიზება შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, "ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა" და "ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა გაუწიეს.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კარგი მმართველობის პრიცნიპები და ამ პრინციპების იმპლემენტაციისთვის საჭირო გზები განიხილეს.

,,კონფერენცია "კარგი მმართველობა" არის პირველი პლატფორმა, სადაც ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან და იმუშავებენ როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები და სტრუქტურები, აგრეთვე ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფები." - განაცხადა ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი მორის გიგაური.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩართულობის გზით, ხელი შუწყონ სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და თამაშრომლობის გაძლიერებას ზემოხსენებულ ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

იხ. ვიდეო - ,,კარგი მმართველობა"




საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გორში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს" მონაწილე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

პროექტი ევროპელ ინიციატორთა ასოციაციამ განახორციელა და მის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო თვითშეგნებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში. 

შეხვედრაზე ისაუბრეს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიულ მნიშვნელობაზე და ასევე ახალგაზრდების ჩართულობის განსაკუთრებულ როლზე.

"ვისაუბრეთ თავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, თუ რამდენად დიდია ახალგაზრდების როლი და აქტიურობა ქვეყნის განვითარების პროცესში. გორში ყოველთვის ჩანს, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით აქტიურები არიან, რაც მისასალმებელია," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იხ. ვიდეო - ,,"სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს"



პროექტის ,,ინიციატივა" ფარგლებში გორელმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელის თაობაზე დისკუსია გამართეს.

ორ ჯგუფად დაყოფილმა ახალგაზრდებმა თავიანთი არგუმენტები მოიყვანეს. საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო მოწყობის შესახებ ცოდნა მათ, სწორედ, პროექტის ფარგლებში და სასკოლო სამოქალაქო განათლების მიღებისას დააგროვეს.

დისკუსია იმიტირებულ სასამართლოს პროცესს წარმოადგენდა, სადაც ,,მოსამართლეებს", მოსმენილი არგუმენტების შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

პროექტი ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით, განხორციელდა.

თავდაპირველად, დებატების მეშვეობით, პროექტის ფარგლებში 70-მდე ახალგაზრდა შეარჩიეს. ამის შემდგომ პროექტის მონაწილეებმა ახალ ბაღში (კულტურისა და დასვენების პარკში) ,,ჩითყ Gამე'' ითამაშეს, სადაც სათავგადასავლო სტილის აქტივობაში აკადემიური ცოდნა მიიღეს.

იხ. ვიდეო - დისკუსია საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელის თაობაზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები