ახალი ამბები
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე კობა აკოფაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე კობა აკოფაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სპორტსმენი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლაში ვარჯიშობს. 

"ვულოცავთ კობას ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას და ვუსურვებთ სამომავლოდ კიდევ ბევრ დიდ გამარჯვებას", - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები