ახალი ამბები
ხურვალეთში სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის თანამშრომლები არ შეუშვეს
ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარში სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ,,ვიპ სალონის" წარმომადგენლებს მოხუცებისთვის კოსმეტიკური საშუალები და, ასევე, სხვადასხვა პროდუქტები მიჰქონდათ.

ფაქტს ქარტლი.გე-ს ჟურნალისტები შეესწრნენ. მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია იძულებული გახდა საჩუქრები თავის მანქანაში გადაეწყო.

,,ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ სილამაზის ცენტრის წარმომადგენლები. მოჰქონდათ სხვადასხვა საჩუქრები. მართალია, იძულებული გავხდი ეს საჩუქრები პოლიციის საგუშაგოდან მე, ჩემი მანქანით, წამეღო, თუმცა ისინი აპირებდნენ ჩვენი მოხუცების გალამაზებასაც" - აცხადებს ლუდა სალია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები