ახალი ამბები
გორში სოციალური საწარმო ,,პიცის სახლი" გაიხსნა
ზაქრო ტურაშვილმა თეორიული კურსი საზოგადოება ,,ბილიკში" გაიარა, სტაჟირება კი, ,,პიცის სახლში" . საზოგადოება ,,ბილიკისა" და რესტო-ბარის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პროფესიას დაეუფლა და მუშაობაც დაიწყო.

იგი თვლის, რომ ის უკვე კარგი მზარეულია. მისი და მეგობრების მომზადებული პიცები დღეს საზოგადოებას გააცნეს. ახალგაზრდებმა ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში და გორის ქუჩებში დაარიგეს.

,,ამით საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ უკვე არსებობს ასეთი საწარმო ,,პიცის სახლი", რომელიც საზოგადოება ,,ბილიკის" და რესტო-ბარ ,,ბლექსტარის" ერთობლივი პროექტია." - ამბობს ზაქრო ტურაშვილი.

რესტო-ბარ ,,ბლექსტარის" მენეჯერი ზაქრო ხარიბეგაშვილი აცხადებს, რომ ისინი ამ პროექტში სიამოვნებით ჩაერთვნენ და იმედოვნებს, რომ ასეთ პროექტებში უფრო მეტი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები