ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ხვითში ასფალტი დაიგება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში ასფალტი დაიგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, დაიგება გზა სოფლის ცენტრალური ნაწილიდან გასასვლელამდე. გზის სიგრძე დაახლოებით 700 მ-ია.

სამუშაოებისთვის 470 000 ლარი გამოიყო. ახალი გზა სიგანით 4,5 მ სიგანის იქნება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია მაისში გამოვლინდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები