ახალი ამბები
ქიწნისის მეურნეობის ბაგა-ბაღში დარაჯი გაათავისუფლეს - მიზეზად სესხი სახელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საბავშვო ბაღის ყოფილი დარაჯი ბაღის დირექტორს უჩივის. ამის შესახებ ჯემალ გიგოლაევის ოჯახმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

ყოფილი დარაჯი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი პირადი ინტერესებია, რომელიც საბანკო სესხებს უკავშირდება.

გიგოლაევის მეუღლე მაყვალა შაინიძე ამბობს, რომ მისი მეუღლის სახელით, ბანკიდან, დირექტორის შვილმა სესხი გამოიტანა. ერთ-ერთი სესხი ასევე გამოტანილია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ემა კრედიტიდან". მეორე სესხი კი, საქართველოს ბანკიდან.

სესხის ოდენობა 900 ლარია. ის ჯარიმა საურავებიანად 3 ათას ლარზე მეტი გახდა. დღეს საფინანსო ორგანიზაციები გიგოლაევების ოჯახს სასამართლოში უჩივის. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ ოჯახის წევრები ცრუოებენ, რადგან ჯემალ გიგოელაევის გათავისუფლების მიზეზი სამსახურში არგამოცხადება გახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები