ახალი ამბები
„ხაშურსერვისმა“ თანამშრომლებს სააღდგომო საჩუქარი გაუკეთა
ხაშურის მუნიციოპალიტეტის ა (ა) ი პ-მა საკუთარი შემოსავლებიდან დაახლოებით 4 700 ლარი დახარჯა პროდუქტებისთვის, რომელიც 170 თანამშრომელს გადასცა.

„ჩვენ გვაქვს შემოსავლები, რომელსაც ტექნიკის გაქირავებიდან თუ სხვა სახით ვიღებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლებისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა და დავურიგეთ საკვებუი პროდუქტები (ზეთი, შაქარი, ფქვილი, კვერცხი), რათა აღდგომის დღესასწაული გაგველამაზებინა.“- უთხრა ქართლი.გე-ს ა (ა) იპის ხელმძღვანელმა ნუკრი ცხოვრებაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები