ახალი ამბები
გორის მერია ფეხბურთის ქალთა გუნდს ,,გორი იუნაიტედს’’ დააფინანსებს (VIDEO)
ამის შესახებ კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეხბურთის გოგონათა გუნდთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

,,გორი იუნაიტედი’’ დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი დაფინანსება. სათითაოდ გავიცანი თითოეული მათგანი, ძალიან კარგი მიღწევები აქვთ. ზოგიერთი ნაკრებშიც კი, თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ ,,გორის იუნაიტედი’’ მომავალში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს.’’ - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

,,გორი იუნაიტედი’’ უკვე ხუთი წელია არსებობს, თუმცა აქამდე მწვრთნელები და ფეხბურთელები გუნდის შენარჩუნებას საკუთარი ხარჯებით ცდილობდნენ.

,,დაფინანსება არ გვქონდა და ჩვენი ხარჯებით გვიწევდა თამაშებზე სიარული. ძალიან გვიყვარს ფეხბურთი, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ არ დაშლილიყო ჩვენი გუნდი. დიდი მონდომების შედეგად და გორის მერიის დახმარებით უკვე დაფინანსებაც გვაქვს, ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა. ახლა უფრო მონდომებულები და მოტივირებულები ვიქნებით.’’ - განაცხადა ,,გორი იუნაიტედის’’ კაპიტანმა ნინო ფერაძემ.

გორის მერმა გოგონებს გუნდს სახელის შეცვლაც შესთავაზა, მისი აზრით კარგი იქნება მომავალ წელს მათ ,,გორის გორის’’ სახელით ითამაშონ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები