ახალი ამბები
გორის პატრულმა მძღოლს ,,წითელზე გავლის" დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა
გორში, მოქალაქემ პატრულს სასამართლო პროცესი მოუგო. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დღეს მიიღო.

პატრულის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ვერ დაადასტურეს:

,,ვერ წარადგინეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ასევე, ეკიპაჟის ვიდეოკამერის კადრები. სამხრე კამერებით კი, ფაქტი ვერანაირად დადასტურდებოდა." - აცხადებს მოქალაქე.

მისი თქმით, იგი სტალინის გამზირზე მოძრაობდა ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. ,,ჯერ კიდევ მწვანე ენთო, როდესაც გადავკვეთე ხაზი და ფაქტობრივად მანევრის დასრულება მოვასწარი. მიუხედავად ამისა, პატრულის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ ამკრძალავ ნიშანზე გავიარე" - აცხადებს მოქალაქე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა 50-ლარიანი ჯარიმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები