ცხინვალიდან ნიქოზელი მამაკაცები ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს
ნიქოზელი ახალგაზრდები - 1993 წელს დაბადებული გაბრიელ მელანაშვილი და
1980 წელს დაბადებული თამაზ მჭედლიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის
პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულები ჯარიმის გარეშე
გამოუშვეს. ამის მიზეზად, განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებულის
ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
თამაზ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი 23 აპრილს ნიქოზის სასაფლაოს
მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები