ახალი ამბები
გორის ანძის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს - წინასწარი ინფორმაციით ის სიმაღლიდან გადმოვარდა
გორის ანძის თანამშრომელი, 50-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს.

ანძა ტელეკომპანია ,,თრიალეთს" ეკუთვნის, თუმცა, ,,თრიალეთში" ამბობენ, რომ მამაკაცი მათი თანამშრომელი არ იყო. 

მამაკაცმა დაზიანებები მიიღო თავის არეში. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ეს დაზიანებები გადმოვარდნის შედეგია. თუმცა სამინისტრო ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

გამოძიება 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები