ახალი ამბები
რუსული ნარატივები განიხილეს ნიქოზში (VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ გამართეს.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების თავისებურებებსა და ამ გამოწვევასთან გამკლავების გზებს.

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები