ახალი ამბები
ფხვენისელი ფეხბურთელები შინდისთან ავარიაში მოყვნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ავარია მოხდა. მერესედესის მარკის ავტომანქანა გაზის მილს შეეჯახა. ავტომანქანაში 5 მოზარდი იმყოფებოდა.

4 მოზარდი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს. ჰოსპიტლის წარმომადგენლის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,ეს ბავშვები ფხვენისელები არიან და მოდიოდნენ შინდისში, ფეხბურთის სათამაშოდ. ზონალური ტურნირი ტარდება და ფეხბურთის სათამაშოდ მოდიოდნენ" - გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა ალექსი მთვარაძემ.

შსს-მ გამოძიება დაიწყო.

,,ერთ მათგანს ლავიწის ძვლის, ხოლო მეორეს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება. დანარჩენ ორს კი შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ" - აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები