ახალი ამბები
პირველად სტალინის ქუჩაზე - ,,მწოლიარე პოლიციელი" გორის ცენტრალურ გამზირზე
ქალაქ გორში, ცენტრალურ ქუჩაზე, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟეს. დღეს დილიდან გორის მე-9 საჯარო სკოლასთან ავტომანქანებს ,,მწოლიარე პოლიციელზე" გადასვლა უწევთ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიჩქარის შემზღუდავი ბარიერერები სტალინის ქუჩაზე გამოჩნდა. დღეიდან ავტომანქანები დაბალი სიჩქარით იმ ადგილზეც მოძრაობენ, სადაც ასევე სტალინის სახლ-მუზეუმის ჭიშკარია აღმოსავლეთის მხრიდან, ასევე, რამდენიმე ზებრა გადასასვლელი.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ მთავარ გამზირზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების გამოყენება საგზაო მოძრაობის წესების მიმართ მძღოლების დაუმორჩილებლობა იწვევს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები